weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბორჯომის გამგებლის 19  პრემია და დანამატი ორ წელიწადში

16:51 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 112 388 ლარის ანაზღაურება მიიღო. ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 31 800 ლარია, მან პრემია და დანამატები 19-ჯერ აიღო, ჯამში - 48 788 ლარი.

დიმიტრი ყიფიანი ბორჯომის გამგებლის თანამდებობაზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. 2013-2014 წლებში ის ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო.

ბორჯომის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, გამგებლის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია თვეში 2 650 ლარით, რაც წელიწადში - 31 800 ლარია. დიმიტრი ყიფიანის ბოლო ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში მისი ანაზღაურება 58 830 ლარი იყო, ხოლო 2016 წელს კი 53 558 ლარი, ანუ ერთ თვეში საშუალოდ 4 683 ლარი.

ბორჯომის გამგებელმა პრემიისა და დანამატის სახით 2015 წელს მიიღო 27 030 ლარი, ხოლო 2016 წელს - 21 758 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრემია-დანამატი აიღო სულ ცოტა 19-ჯერ, აქედან 18 შემთხვევაში - ხელფასის სრული ოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ ბორჯომის გამგებლის ანაზღაურება აღემატება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასს, რომლის წლიური ოდენობაც 51 370 ლარია.

დიმიტრი ყიფიანი ბიზნესმენისა და ყოფილი პარლამენტარის გოგი თოფაძის ოჯახთან დაახლოებული პირია. 2005-2010 წლებში იგი მუშაობდა გოგი თოფაძისა და მისი შვილის - ირაკლი თოფაძის კომპანიების კუთვნილი სასტუმროების - „სტეფანწმინდას“ და „თრიალეთის“ დირექტორის პოზიციებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]